09 მაისი 2024,   02:39
ვრცლად
ქუთაისში ერთ ქუჩაზე მდებარე სამი სალონი უკვე მესამედ გაქურდეს

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის 3 სალონი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ გაქურდეს.

როგორც ადგილზე დასაქმებულები აცხადებენ, დილით სამსახურში მისულებს სალონის ინვენტარი და თანხა წაღებული დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებება აწარმოებენ.

დღის ამბები