09 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ გზად ვაქცინაციას ასახელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, რომ გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა და სეზონური გრიპის ერთადერთი პრევენციული გზა არის ვაქცინაცია.

„გრიპის აცრა გახლავთ ნებაყოფლობითი, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ხაზს ვისვამ, ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდის პრევენციისა გრიპის. ის, დაახლოებით, 60-დან 80 პროცენტის ალბათობით იცავს ადამიანს სეზონზე გრიპის განვითარებისგან,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის უსასყიდლოდ კეთდება.

დღის ამბები