09 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
ციხეებში პატიმრების ნაწილი „რუსთავი 2“-ს თითქმის ერთი წელია, ვეღარ უყურებს

ციხეებში პატიმრების ნაწილი „რუსთავი 2“-ს თითქმის ერთი წელია, ვეღარ უყურებს. მაუწყებლობა 2016 წლის პირველი ნოემბრიდან გათიშულია. ამ პრობლემაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „ნანუკას შოუში“ ისაუბრა.

საპატიმროებში „რუსთავი 2“-ს, რომ ვერ უყურებენ, ამის შესახებ „კურიერს“ ბათუმში განვითარებული მოვლენებისთვის დაკავებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ წერილიც გამოუგზავნა.

ირაკლი ჩხვირკიამ დაახლოებით ერთი თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც მიმართა. უწყების საპასუხო წერილში განმარტებულია, რომ არ აქვთ ტექნიკური საშუალება მიიღონ „რუსთავი 2“-ის სიგნალი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია სატელიტურ თანამგზავრ “Turksat“-დან “Eutelsat”-ზე გადავიდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მაუწყებლობის შეგნებულად აკრძალვას გამორიცხავენ. თუმცა, უწყება მსჯავრდებულებს ურჩევს, რომ ე.წ. სეტბოქსები საკუთარი სახსრებით შეიძინონ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიებში.

„მედიის განვითარების ფონდის” მიერ ჩატარებული კვლევა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის თაობაზე, ადასტურებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამინისტროს ურჩევნია, პატიმრებმა არ უყურონ ოპოზიციურ არხს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები