28 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
კომისიის წევრმა სწავლების მიზნით მიანიშნა, რომ შემოეხაზა 41 ნომერი - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი საგარეჯოს ოლქში გამოვლენილ დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაწერილი. 

„ეს საჩივრები ეხება ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში მომხდარ დარღვევებს. ეს არის სოფელი დუზაგრამა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სადაც დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი, როდესაც ამომრჩევლები კაბინის გარეთ ხაზავდნენ მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერს. მოხდა ასეთი შემთხვევაც, როდესაც ამომრჩეველმა იკითხა თუ როგორ უნდა მიეცა ხმა, როგორ შემოეხაზა ბიულეტინში საარჩევნო სუბიექტი და კომისიის წევრმა სწავლების მიზნით, მას მიანიშნა, რომ შემოეხაზა 41 ნომერი, რაზეც დაიწერა საჩივარი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მიერ,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები