10 მაისი 2024,   18:09
ვრცლად
ხელისუფლებას ვაფრთხილებ, სულმა არ წაგძლიოთ და იმაზე მეტი არ დაიწეროთ ხმები, ვიდრე ამას ამომრჩეველი ინებებს,“ - კუკავა

ლიდერთა საბჭოს წევრები ამომრჩეველს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მობილიზება გააკეთა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ლიდერთა საბჭოს მიზანს ამომრჩეველთა ხმების დაცვა წარმოადგენს.

„თქვენ თუ არ მოხვალთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მომხრეები, გამოვა, რომ არჩევნებში დაიწერება მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი და დაშინებული ადამიანების ხმები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების დროს ქვეყანაში მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ თავიანთი პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება, რაც უსუფაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, ეს ასე არ არის.

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტიურობა. ნათელაშვილი ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს.

საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა აღნიშნავს, რომ თუ საჭირო იქნება რუსთაველის გამზირზეც შეიკრიბებიან, რისთვისაც ამომრჩეველს მზადყოფნისთვის მოუწოდებს.

„ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არ დახარბდეთ, სულმა არ წაგძლიოთ და იმაზე მეტი არ დაიწეროთ ხმები, ვიდრე ამას ამომრჩეველი ინებებს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები