09 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
გურიაში ამომრჩევლისთვის ფულის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა

გურიაში ამომრჩევლისთვის ფულის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა. საარჩევნო უბნის წინ ფულს ამომრჩეველს საკრებულოს დეპუტატი, გოჩა სეხნიაშვილი გადასცემდა.

დეპუტატს თან ჰქონდა სია, სადაც ეწერა კონკრეტული სახლები და გასწვრივ, თუ რა ოდენობის თანხა უნდა მისცეს მათ.

კადრებს საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსი" ავრცელებს. ჩანაწერში დეპუტატი ამბობს, რომ წყლის კომპანიის თანამშრომლებს აძლევს ფულს. 

დღის ამბები