08 მაისი 2024,   07:17
ვრცლად
ეს იყო სპეცოპერაცია დემოკრატიის მიმართულებით - სოზარ სუბარი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

„ეს იყო სპეცოპერაცია დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით,“ - ასე პასუხობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ოპოზიციის კრიტიკას.

"ენმ"-ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი საარჩევნო პროცესი იყო "სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საბოლოო დათვლის შედეგები ეგზიტპოლების მონაცემებს გაამყარებს.

„2012 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ მოგვცა მანდატი ქართველმა ხალხმა, მეხუთედ მისცა მანდატი „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კახი კალაძეს გამარჯვება მიულოცა.

„ეს არის ქართული დემოკრატიის და ქართული საზოგადოების გამარჯვება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები