27 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ენმ იყო და რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად - თინა ბოკუჩავა

მიიღებს თუ არა მარტვილსა და ქუთაისში გასამართ მეორე ტურში მონაწილეობას პარტია ნაციონალური მოძრაობა, ამ დრომდე უცნობია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

„მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის პოლიტიკური საბჭო, რომელიც აუცილებლად შეიკრიბება უახლოეს მომავალში და მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურებთან დაკავშირებით. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად მოსყიდვებისა, მიუხედავად სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისა, რასაც დაარქვა ქართულმა ოცნებამ არჩევნები, იყო და რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ასპარეზზე, მათ შორის საკრებულოში და პარლამენტში,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა, ხოლო მარტვილში მამუკა დანელია.

დღის ამბები