07 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელი ოკამის ორი მცხოვრები ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა ახალგორის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.

სოფელი ოკამის ორი მცხოვრები ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა.

დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ და ე.წ. სასამართლომ თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.

გათავისუფლებულები ოკუპანტმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე მიიყვანეს.

რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მცხოვრები გუშინ გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოკამის მცხოვრებლები ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები