08 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
ხახუბიების ოჯახის ადვოკატი პოლიციელების უფლებადამცველებს აკრიტიკებს

ხახუბიების ოჯახის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი, გორის გვირაბთან ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავების ინტერესების დამცველების განცხადებებს ეხმაურება.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ადვოკატების არგუმენტი, თითქოს ბექა ხახუბია დაკავებული იყო, არასწორია.

„ადვოკატებმა საქმის მასალები წარმოაჩინეს ისე, რომ, თითქოს, ამ საქმეში რაიმე სახის საიდუმლო იყოს, რაზეც ჩვენ არ გვსურს საუბარი,“ – აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.

ადვოკატის თქმით, ხახუბიას ძმის პირველი კომენტარების არგუმენტად გამოყენება შეუფერებელია.

სამართალდამცავების ადვოკატებს სამხრე კამერების ჩანაწერებს იშველიებენ და აღნიშნავენ, რომ ბექა ხახუბიას ძმა, გიორგი ხახუბია, აცხადებს, რომ მისი ძმა მან გამოაშვებინა.

დღის ამბები