09 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
მე ვედავები, რომ ჩემს მიმართ იყო ზეწოლა მაგ პერიოდში - დაზარალებულები გოგა ონიანის დაკავებას ეხმაურებიან

ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას დაზარალებულები ეხმაურებიან. ისინი აცხადებენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

„მედავებიან იმას, რომ 2011 წელს დამიჭირა სრულიად უკანონოდ, გადააჭარბა სრულიად სამსახურეობრივ უფლებებს და დამიჭირა ქართული ოცნების მაისურების დარიგებისთვის,“ - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ საბუთებში  ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდება აისახა.

„მე ვედავები, რომ ჩემ მიმართ იყო ზეწოლა მაგ პერიოდში და ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიდიოდა საქმე რამდენიმე წელი და ველოდებოდი ამ დღეს ძლიან დიდხანს,“ - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

დაზარალებული დავით შათირიშვილი გიორგი ონიანს პოლიტიკურ პატიმრად არ თვლის და აცხადებს, რომ მისი დაკავება სამართლიანია. 

დღის ამბები