27 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
ამერიკულმა კინოაკადემიამ გამორჩეული და გავლენიანი კინოხელოვანები დააჯილდოვა

ამერიკულმა კინო-აკადემიამ გამორჩეული და გავლენიანი კინოხელოვანები დააჯილდოვა. ე.წ. გუბერნატორის დაჯილდოვების რიგით მეცხრე ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში გაიმართა. წლევანდელი ლაურეატები მსახიობი დონალდ საზერლენდი, რეჟისორი ჩარლს ბარნეტი და კინემატოგრაფები ოუენ როიზ-მანი და აგნეს ვარგა გახდნენ. აგნეს ვარგას ჯილდო ანჯელინა ჯოლიმ გადასცა, რის შემდეგაც ლაურეატმა მსახიობთან ერთად სცენაზე იცეკვა.

ცერემონიაზე დააჯილდოვეს ოსკაროსანი რეჟისორი ალეხანდრო გონზალეს ინია-რიტუც. მას საპატიო ოსკარი ვირტუალური რეალობის ფილმისთვის გადაეცა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს ვირტუალური სამყაროს მეშვეობით ამერიკა-მექსიკის საზღვარი გადაკვეთოს.

დღის ამბები