27 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საქართველოშია

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მევიოლინეს დღეს სამშობლოს ფარგლებს გარეთ დიდი აღიარება და წარმატება აქვს. მასთან შემოქმედებით ურთიერთობას მრავალი ცნობილი ხელოვანს სურს. მათ შორის, ვინც ლიზა ბათიაშვილთან შემოქმედებითი ურთიერთობა ისურვა, ვალერი გერგიევიც იყო. საყოველთაოდ ცნობილი დირიჟორი, რომელიც პუტინის ფავორიტთა და უპირობო მხარდამჭერთა რიგებში წერია. საქართველოში ის სამუდამოდ დაიმახსოვრეს აგვისტოს ომის შემდეგ, როცა გერგიევმა კონცერტი ცხინვალში გამართა. მრავალი უარის შემდეგ ლიზა რუს დირიჟორს დასთანხმდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე დღეში.

კონცერტის ბოლოს ლიზამ ორკესტრთან და დირიჟორთან შეუთანხმებელი ბისი შეასრულა - რექვიემი უკრაინას - ეძღვნება თავისუფლებას.

ლიზას ოჯახმა საქართველო 1991 წლის დეკემბერში დატოვა. მამასთან ერთად ლიზამ ბოლოს ქუთაისში ვივალდის ორმაგი კონცერტი 8 წლისამ დაუკრა. ლიზა ბათიაშვილი ახლა საქართველოს ქართული მუსიკის შესასრულებლად დაუბრუნდა. ლიზა ბათიაშვილი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუკრა სცენაზე მამასთან ერთად, ასევე ცნობილ მევიოლინესთან.

დღის ამბები