28 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მძღოლზე თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მძღოლზე თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მისი გარემოცვის თითქმის ყველა წევრის დეპორტაცია განხორციელდა, მის თანმხლებ ერთადერთ პირად მძღოლი დარჩა. სააკაშვილის ცნობით, მას სახლის სადარბაზოსთან ორი სპორტული აღნაგობის უცნობი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმითვე, მას მუდმივად უთვალთვალებს ორი მანქანა.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება უკრაინული ტელეარხის ეთერში გააკეთა.

დღის ამბები