26 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
საგამოძიებო სამსახური მარტვილის გამგეობის ორი თანამდებობის პირის დაკავებას ადასტურებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარტვილის გამგეობაში მომხდარ დაკავებასთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ამ დროისთვის დაკავებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების  და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე,  ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები