მარტვილის გამგეობაში პოლიცია არის მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის გამგეობის ფინანსური სამსახურის უფროსი, გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი მამუკა კეკელია დააკავეს.
დღეს მარტვილის გამგეობაში საკრებულოს სხდომა იყო ჩანიშნული. ჩიხლაძის ოჯახის ინფორმაციით, გია ჩიხლაძის ძმა, გიზო ჩიხლაძე მოსახლეობასთან ერთად აპირებდა გამგეობაში მისვლას და არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მოთხოვნას. როგორც ცნობილია, გიზო ჩიხლაძე "ენმ"-ის აქტიური მხარდამჭერია.
ოჯახის თქმით, აღნიშნული დაკავება მის ძმაზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება.