28 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ზიმბაბვეში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა ზიმბაბვეში. სამხედრო გადატრიალებიდან 10 დღის შემდეგ, ქვეყნის პირველი პირის პოსტი ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ემერსონ მნან გვაგვამ დაიკავა.

ფიცის დადების ცერემონია ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მანამდე, ახალმა პრეზიდენტმა რობერტ მუგაბესა და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტია მისცა.

სწორედ მუგაბეს მიერ მნან გვაგვას გადაყენება გახდა ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი. მუგაბე, რომელიც ქვეყანას თითქმის 40 წელი მართავდა, პოსტზე საკუთარი მეუღლის დანიშვნას აპირებდა, რასაც მმართველ გუნდში განხეთქილება მოჰყვა. ხელისუფლება სამხედროებმა დაიკავეს და პრეზიდენტს გადადგომა აიძულეს.

დღის ამბები