15 დეკემბერი 2017,   23:58
ვრცლად
უცხოური მედია თბილისში ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე საუბრობს

თბილისში ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე საუბრობს უცხოური მედია. სააგენტო "კავკაზ რეალი" ახმედ ჩატაევის ოჯახთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ფაქტი ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ წერს თურქული გაზეთი “ჰაბერ-თურქიც“. გამოცემის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული 3 ჩეჩენი მებრძოლიდან ერთი, სავარაუდოდ სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია.

თურქული სააგენტო „დეილი საბაჰი“ კი წერს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა აისის-ის სტამბოლის ფრთის ლიდერი, აჰმედ ჩატაევი მოკლეს. სპეცოპერაციას ეხმაურება „ალ-ჯაზირაც“. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან დუმილი ეჭვმიტანილთა ვინაობის შესახებ საზოგადოებაში სპეკულაციების საბაბი ხდება.

დღის ამბები