17 დეკემბერი 2017,   04:16
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეისთვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბით აზიის მილიტარიზება არ უნდა ხდებოდეს - ლავროვი

ჩრდილოეთ კორეისთვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბით აზიის მილიტარიზება არ უნდა ხდებოდეს - ამის შესახებ განცხადება იაპონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი შეშფოთებულია, რომ იაპონია სამხრეთ კორეასთან ერთად, საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, საკუთარი ტერიტორია სამხედრო ბაზად გამოიყენოს.

შეერთებული შტატების კრიტიკის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელზეც ყაზახეთის პოლიგონზე მოდერნიზებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოცდაა ასახული. სამინისტროს ცნობით, გამოცდა წარმატებით დასრულდა. 

დღის ამბები