27 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
პატრიარქის მოსაყდრე - მეუფის მისამართით გაკეთებული განსხვავებული შეფასებები

პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახლების შემდეგ ქორეპისკოპოსი შიოს მისამართით განსხვავებული შეფასებები გაკეთდა. მღვდელმსახურები ელოდებიან, რომ მეუფე ადმინისტრაციულ საკითხების განკარგვის პროცესში ჩაერთვება, რაც საპატრიარქოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

უწმინდესის მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ საპატრიარქოში კლანური დაპირისპირების დასრულებას აანონსებს, წმინდა სინოდის ყველაზე კრიტიკული წევრი. მეუფე პეტრეს აზრით, მთავარი გამოწვევა მოსაყდრისთვის მდივანი შორენა იქნება.

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო უწმინდესთან ერთად მართვის პროცესში ჩაერთვება, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პატრიარქი მართვის პროცესს ჩამოშორდება და გადაწყვეტილებებს მეუფე შიო ერთპიროვნულად მიღებს.

მოქმედი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კი სინოდის სხდომაზე, რომელსაც ახალი პატრიარქის დასახელება მოუწევს შიო უპირატესი იქნება - ასეთ დროს პატრიარქობის სხვა კანდიდატებთან შედარებით მოსაყდრეს ერთით მეტი ხმა აქვს.

პატრიარქის მოსაყდრეს განათლება რუსეთში აქვს მიღებული, მისი რუსული კავშირები კი დანიშვნის შემდეგ განხილვის მთავარი თემაა.

საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიას მოქმედი პატრიარქი და მის მიერ დასახელებული მოსაყდრე ერთად მართავს.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საკუთარ მოსაყდრედ კათოლიკოს პატრიარქმა გუშინ სრულიად მოულოდნელად წირვის წინ დაასახელა.  

დღის ამბები