27 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
აგლაძის ქუჩაზე დაკავებულ ივანე ხანთაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

24 ნოემბერს აგლაძის ქუჩაზე დაკავებულ ივანე ხანთაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით, შესაძლებელი იყო ბრალდებული გამოძიებას მიმალვოდა და გაენადგურებინა მტკიცებულებები.

გამოძიების მიხედვით, ხალხმრავალი ადგილიდან, იქ სადაც სროლის ხმა ისმოდა, ამოღებულია 12 მასრა, დაზიანებულია 2 ავტომობილი. მათ შორის ერთი თავად ბრალდებულის. ნივთმტკიცებულებების სახით კი ამოღებულია ვაზნები, ნიღაბი, შავი ქუდი და წებოვანი ლენტი, რაც გამოძიების მტკიცებით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სხვა ტიპის დანაშაულისთვის.

ხანთაძე ამტკიცებს, რომ ავტომატური იარაღი მან შემთხვევით იპოვა, მაშინ როცა ელიავას ბაზრობაზე წებოვანი ლენტის საყიდლად მივიდა. ამბობს, რომ იარაღი აიღო და შემთხვევით 12-ჯერ გაისროლა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ივანე ხანთაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები