27 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და ქართველს ხალხს დღეს რამდენიმე დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა მიუსამძიმრა

ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და ქართველ ხალხს დღეს რამდენიმე დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა მიუსამძიმრა. ამერიკის ელჩმა, იან კელიმ პატივისცემა გამოხტა იმ მეხანძრეების მიმართ, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის შედეგად დაღუპულთა გამო, ეს მართლაც ტრაგედია იყო. ბათუმი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია. ჩვენი ფიქრიც და ლოცვაც მიმართულია მსხვერპლთა ოჯახებისადმი. ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ მეხანძრეების მიმართ, რომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ხალხის სიცოცხლე გადაარჩინეს,“ - განაცხადა იან კელიმ.

აზერბაიჯანის გენერალური კონსულმა ბათუმში, რაშიდ ისმაილოვმა აზერბაიჯანის სახელით სამძიმარი გამოთქვა დაღუპულების ოჯახების მიმართ.

„ეს დიდი ტრაგედიაა. აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა იზიარებს ამ მწუხარებას. გისამძიმრებთ აზერბაიჯანის სახელით. ხანძრის დროს დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა რაშიდ ისმაილოვმა. 

დღის ამბები