27 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ლუცენკოს არ ვთვლი გენპროკურორად, მზად ვარ, კარავში მივიღო გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ძებნა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3 მუხლით გამოაცხადა - დანაშაულის მცდელობა, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

მიხეილ სააკაშვილი, რომლის ძებნას ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს, ამ წუთებში მხარდამჭერებს მიმართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება.

„დილით კვლავ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩემს კარავში შემოსვლა, მაგრამ აერიათ და სამწუხაროდ, ეს ხალხი დაზარალდა. გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზე. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს, ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია. იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი, არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენპროკურორად, არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დღის ამბები