08 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სიდნეიში ჩრდილოეთ კორეის აგენტი დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სიდნეიში ჩრდილოეთ კორეის აგენტი დააკავეს.

59 წლის მამაკაცს ბრალად ედება უკანონო ექსპორტში მონაწილეობა და მასობრივი განადგურების იარაღით ვაჭრობის განხილვა.

გამოძიების ცნობით, დაკავებულს კავშირი ჰქონდა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან და დაარღვია, როგორც ავსტრალიის, ასევე გაერო-ს სანქციებით გათვალისწინებული პირობები.

ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როდესაც ეჭვმიტანილი მსგავსი ბრალდებით დააკავეს.

კორეული წარმოშობის მამაკაცი ავსტრალიაში 30 წელზე მეტია, ცხოვრობს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები