07 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა​

თურქეთის მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, ბათუმის სასმართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფემბე ოზლემის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას, 8 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ფემბე ოზლემის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ქობულეთსა და ბათუმში ამოიღეს დიდი ოდენობით ვაზნები, იარაღი და ხელყუმბარა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი არ აღიარა და მან თარჯიმნის აცილების თაობაზე სასამართლოს მიმართა. მისი განმარტებით, თარჯიმანი არაკვალიფიციურია და თურქულს სრულყოფილად ვერ ფლობს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა თავად თარჯიმანმა პროცესზე მისი მონაწილეობის აცილება მოითხოვა და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა.

დღის ამბები