28 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ზურაბ ჭანტურია უარყოფს, რომ მოკლულ გენერალსა და მის ოჯახს შორის რუსთავის ბაზრის წილებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულის და შემდეგ ბრალის წარდგენის გარეშე გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულ გენერალსა და მის ოჯახს შორის რუსთავის ბაზრის წილებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო. 

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ ჰყავს დაკავებული. თითქმის, 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ჭანტურია გათავისუფლებულია. 

შვილის უდანაშაულობას გუშინ ხანგრძლივ პრესკონფერნციაზე ამტკიცებდა ყოფილი პროკურორის მამა. ზურაბ ჭანტურიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულ გენერალსა და მის ოჯახს შორის რუსთავის ბაზრის წილებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო. ჭანტურია ადასტურებს, რომ სამსონ ქუთათელაძესთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ყოფილი პროკურორის ოჯახი რუსთავის ბაზრობის ერთ ნაწილს ფლობს, სადაც სავაჭრო დახლებია განთავსებული.

ჭანტურიების ოჯახი 2010 წლამდე რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ წილი ბიზნესში ჭანტურიებს ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ისინი ძველი ბიზნესის დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც ბაზრის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები