27 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
ატენის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მერიაში შეხვედრა გაიმართება

ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივები 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას გადაწყვეტილების გადახედვას თხოვენ.

საკუთარ მოთხოვნებს ატენის ქუჩის მაცხოვრებლები პირადად კახი კალაძეს გააცნობენ.

"ჩვენი პოზიცია იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო. უამრავი გადაწყვეტილება შემიძლია დავუდო ქალაქ თბილსის დღევანდელი მოქმედი მერის და არა ძველი მერის, როთაც მსგავსი ტიპის კი არა, გაცილებით უფრო ნაკლები მასშტაბის მშენებლობები თვითონვე აქვს შეჩერებული," - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. 

დღის ამბები