07 დეკემბერი 2019,   12:44
ვრცლად
შვილების გარეშე დარჩენილი დედა ბავშვების დასაბრუნებლად იბრძვის

შვილების გარეშე დარჩენილი დედა ბავშვების დასაბრუნებლად იბრძვის. ნინა ცერცვაძეს მეორე ოჯახის შექმნის შემდეგ ყოფილი ქმარი შვილების ნახვის საშუალებას უკვე ერთი წელია არ აძლევს.

ნადიბაიძეების ყოფილი რძალი ოჯახის დანგრევას ყოფილ დედამთილს აბრალებს. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ ოჯახის წევრების მიერ პროვოცირებული ჩხუბის გამო, ქმარი ხშირად სცემდა. ბავშვების ნახვა კი ყოფილმა მეუღლემ ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ აუკრძალა.

6 წლის გიორგი და 7 წლის მარიამის მამა ბავშვების დედასთან კონფლიქტს არ უარყოფს. შალვა ნადიბაიძის თქმით, ოჯახში ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ყოფილი ცოლი სხვა მამაკაცებთან კონტაქტის დროს შენიშნა.

ყოფილ რძალს შვილების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს ყოფილი დედამთილი. 46 წლის ეკატერინე გოზალიშვილი ეჭვობს, რომ მისი შვილიშვილების ბიოლოგიური დედის შემოსავლის ერთადერთი წყარო სუროგაციაა.

ნინო ცერცვაძის უფლებების დაცვას ამჟამინდელი ქმარი აპირებს. ბაჩანა ნადირაძის თქმით, ცოლის შვილების გაზრდის სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც.

ოჯახს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები დედის გარეშე იზრდებიან, სოციალური დახმარება მოუხსნეს. სოციალური სააგენტო ნადიბაიძეების განცხადების საფუძველზე მათ მდგომარეობას გადაამოწმებს და დეკლარაციის შევსების შემდეგ, ოჯახს შესაბამისს ქულებს მიანიჭებს.

პარალელურად კი, მცირეწლოვნების ბიოლოგიური დედა, ბრძოლას შვილების დასაბრუნებლად სასამართლოში დაიწყებს.

დღის ამბები