08 მაისი 2024,   04:44
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესი - გიორგი კვირიკაშვილი ფატუ ბენსუდას შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი მიუნხენში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შეხვდა. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესი განიხილეს.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე, ომის დანაშაულების ჩადენაში, ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში.

თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა და სასამართლოს წარმომადგენლის დანიშვნაც იგეგმება, რაც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის სწორად წარმართვას.

დღის ამბები