09 მაისი 2024,   01:51
ვრცლად
„არ გაინძრე, გესვრიო“- გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

შეიარაღებული თავდასხმა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე. ყაჩაღობა გლდანის მესამე მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული თანხის წაღება მოახერხეს.

თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლები და 20-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებულ პირს ნიღაბი ეკეთა.

„არ გაინძრე, გესვრიო, მე მომაძახა,“- განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

როგორც ცნობილია, „ლიბერთი ბანკის“ აღნიშნული ფილიალი სხვა დროსაც რამდენჯერმე დააყაჩაღეს. 

ბანკზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები