21 სექტემბერი 2019,   05:33
ვრცლად
ხანძარი ე.წ. თერგის ბაზრობაზე-სამართალდამცავებმა ბაზრის დირექტორის მოადგილე დაკითხეს

ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებს ჩვენება სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილემ მისცა. როგორც ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, მან გამოძიებისთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა კონკრეტულად რა შეკითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს იაშვილს ამ დეტალებზე არ უსაუბრია.

ბაზრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. მისივე თქმით მან დაუდასტურა სამართალდამცავებს, რომ ელექტროენერგიას  მოვაჭრეები მაღაზიების დაკეტვისთანავე თიშავდნენ.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ხვალ ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები