21 ოქტომბერი 2018,   04:32
ვრცლად
მოსკოვის ინტერესების სასარგებლო დეკლარაცია - კარასინის განცხადებას თბილისში მწვავე პროტესტი მოჰყვა

ჟენევის მოლაპარაკებამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის საგარეო უწყება აანონსებს, რომ მორიგი რაუნდი შესაძლოა, მოსკოვის ინტერესების სასარგებლო დეკლარაციის მიღებით დასრულდეს. გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციას ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილე შეუერთდეს, თბილისში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

გრიგოლ ვაშაძე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, ოფიციალურ თბილისს რუსეთის წინადადებებზე უარის თქმას ურჩევს. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა თავდაყირა დადგება.

იყო თუ არა მარტის ბოლოს დაგეგემილი ჟენევის რაუნდის წინ რაიმე ფარული შეთანხმება მოსკოვსა და თბილისს შორის და რა პროგრესზე საუბრობს გრიგორი კარასინი, ამის გასარკვევად ოპოზიციამ პარლამენტში პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა.

თავად საგარეო უწყებას დღეს განმარტებები აღარ გაუკეთებია. რუსეთის ინიციატივის განხილვა რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს უკვე წლებია მიმდინარეობს ამის შესახებ მედიასთან დღეს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნის ამერიკის ელჩი ამბობს, რომ რაიმე ტიპის დეკლარაციას საქართველო იმ შემთხვევაში უნდა შეუერთდეს, თუკი ეს საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს არ შეუქმნის.

ჟენევის მორიგი რაუნდი 27-28 მარტს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები