18 დეკემბერი 2017,   12:48
ვრცლად
ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონია - დრამატული მატჩი დინამო არენაზე

საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამო 0:1 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

მატჩის ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

დინამოს ჩემპიონობისთვის ფრეც აწყობდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თბილისურმა გუნდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა ოთარ კიტეიშვილის დარტყმული როინ კვასკვაძემ მოიგერია და ქუთაისელები ჩემპიონები გახდნენ.

36 ტურის შემდეგ ტორპედომ 76 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა, დინამომ კი 75 ქულით დაასრულა ჩემპიონატი. 

დღის ამბები