24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არ მიიღეს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. დისკუსიების მონაწილეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არ მიიღეს. ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ორდღიანი კონსულტაციების მთავარი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დამთავრდა.

რუსეთის ფედერაციამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არც ტექსტის იმ ვარიანტზე დათანხმდა, რაც ქართულ მხარეს სურდა.

განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. 

„სამწუხაროდ ტექსტზე შეთანხმება ვერ შევძელით. მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ რა შეიძლება და რისი ჩაწერაა საჭირო. აქცენტი კეთდება სტატუსზე და 2008 წლის შეთანხმებაზე, რაც ასევე განსხვავებულად ესმით თბილისში, სოხუმი, ცხინვალში, მოსკოვში და სხვაგან. გავცვალეთ შეხედულებები, სირთულის მიუხედავად, დიალოგი კონსტრუქციული იყო, თუმცა დრო და დრო ემოციურიც. განვიხილეთ არასასიამოვნო, სერიოზული და ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქის ტატუნაშვილის გარდაცვალებას, გავიხსენეთ ოთხოზორიას საქმეც და დეტალური სუბარი იყო საქართველოს, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა. 

დღის ამბები