08 სექტემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ცნობილი ექიმის ძმის შვილს ირაკლი ქორიძეს სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ირაკლი ქორიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი  პატიმრობა შეუფარდა. არგუმენტად მოსამართლემ ბრალდებულის მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. 

„უვადო მუხლით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნებს  რაც წარმოადგენს სასამართლოში გამოცხადებას, მოწმეზე ზეწოლისგან თავის შეკავებას და  გამოძიებისთვის ხელის არ შეშლას. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვერ შევალ სასამართლოს რევიზიაში, თუმცა ჩვენი შუამდგომლობა და ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების არანაირი გამოყენების საფუძველი იმიტომ, რომ არ არსებობდა ბრალის წარდგენის არანაირი საფუძველი“ -განაცხადა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა, სალომე ჯანაშვილმა. 

ირაკლი ქორიძეს პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში შემოტანას ედავება. 

ირაკლი ქორიძე იგივე სახის დანაშაულისთვის დაკავებული იყო 2010 წელს, თუმცა 2013 წელს მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. მაშინ ქორიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა" მიმართა.

"კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის ძმის შვილს, რომელსაც გამოძიება ორ მძიმე დანაშაულს ედავება უვადო პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილიც ფიგურირებს, რომელსაც შესაძლოა ხვალ ბრალი დაუმძიმდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები