14 ოქტომბერი 2024,   02:56
ვრცლად
ბულინგის მსხვერპლი - მმართველი გუნდი ოპოზიციის ლუსტრაციაზე საუბრობს

ბულინგი და ძალადობა - მმართველ გუნდი, ბოლო პერიოდში, ოპოზიციის მხრიდან გახშირებულ ქმედებებზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად, ოპოზიცია ოპონენტებს მუქარითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ებრძვის. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, რადიკალური ოპოზიციის ხელწერა არ იცვლება, ამის ნათელი მაგალითი კი, წყალტუბოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაა, როდესაც სოფელ გეგუთში, მმართველი გუნდის წევრი ერმილე გიგიაძე, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად გარდაიცვალა.

ბოლო დროს გახშირებული სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც. მმართველი გუნდის ოპონენტები წყალტუბოში მომხდარ ფაქტსაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კონკრეტული ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

ოპოზიციის შეფასებებს, მათსავე ლუსტრირებას უწოდებს მმართველი გუნდი. ამბობენ, რომ კონკრეტული ოპოზიციური ძალები განსხვავებული აზრის დევნით არიან დაკავებული. უმრავლესობის წევრები აქცენტს, დონორების მხრიდან დაფინანსების ნაწილზეც აკეთებენ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წევრი წყალტუბოში, სოფელ გეგუთში პარტიის ოფისთან ორი დღის წინ გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, ერმილე გიგიაძეს დაღუპვას, წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის მხრიდან სიტყვიერი თავდასხმა უძღოდა. დაპირისპირების დროს გიგიაძე შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების ნათქვამს უარყოფს ბრალდების ადრესატი. გიგიაძის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები