14 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
თუშეთში ავარიის შედეგად ბენზინმზიდის მძღოლი დაიღუპა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბენზინმზიდის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა დღეს ომალო-შენაქოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, სატვირთო, კომპანია "სილქნეტს" ეკუთვნის და მას საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა. მიღებული დაზიანებებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები