16 სექტემბერი 2024,   22:52
ვრცლად
გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს, სულ გამარჯვებები საქართველო - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. როგორც კალაძე აღნიშნავს, დღეს გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ.

"გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას!

გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.

მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!

დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო!" - წერს კალაძე.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

 

დღის ამბები