14 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
რეგიონებში საუბნო კომისიების არჩევის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ოზურგეთში. ხმაური მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებას, რომელმაც ასარჩევი პირების სიას "ქართული ოცნების" მიერ შედგენილი უწოდა. შედეგად, საუბნო კომისიების დაკომპლექტების პირველი მცდელობა ჩაიშალა და საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე დადგა. საბოლოოდ, ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და წევრები აირჩიეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი ნაციონალური მოძრაობა დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა

"ქართულ ოცნებასთან" კავშირში ადანაშაულებს და მათ ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდშიც. განცხადება ანა წითლიძემ სხდომის დაწყებამდე გააკეთა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" საარჩევნო პროცესის დაზიანებას ცდილობს. საუბნო საარჩევნო კომისიები ზუგდიდში უკვე არჩეულია.

ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრინციპს კიდევ ერთხელ განმარტავენ.

მიზანმიმართულ ბულინგსა და სტიგმატიზაციაზე ისაუბრა ცესკოს პრეს სპიკერმაც. საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას ინფორმაცია, კომისიებში, სხდომების დაწყებამდე მიაწოდა.

ცესკო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს, საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებამდე მოსამზადებლად 2 თვეზე ნაკლები რჩება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელების ასარჩევად, სხდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა. კომისიის 9 წევრს კი უფლებამოსილი პარტიები დანიშნავენ.

ავტორი: მარიამ ურუშაძე

დღის ამბები