21 დეკემბერი 2024,   19:42
ვრცლად
პრემიერი საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო და თამაშის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მატჩი ანგარიშით 4-1, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ნაკრების წევრებს გამარჯვება მიულოცა და მომდევნო მატჩებში წარმატება უსურვა.

დღის ამბები