05 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
„ქართული ოცნების“ დეპუტატების სია, რომლებმაც კაკაბაძის კანდიდატურას ხმა მისცეს

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებდა, რომ კაკაბაძე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა მას მხარი დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების სია, რომლებმაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას ხმა მისცეს:

ირაკლი ბერაია, ანზორ ბოლქვაძე, გიგა ბუკია, ელგუჯა გოცირიძე, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა, დავით მათიკაშვილი, იოსებ მაკრახიძე, გენადი მარგველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგი მეშველიანი, მიქელაძე გრიგოლი, მკოიანი ენზელი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი მხეიძე, თამაზ ნავერიანი, ანრი ოხანაშვილი, კახა ოქრიაშვილი, ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა, მიხეილ ყაველაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური, ნინო წილოსანი, გიორგი ხატიძე, თენგიზ ხუბულური, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში და სოფო კილაძე, რომელიც დღეს დილით აცხადებდა, რომ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დაუჭერდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.

დღის ამბები