საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ოპოზიციის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ნინია კაკაბაძეს მიუკერძოებელი არ იქნება.
„ქალბატონ ნინია კაკაბაძეს წინა შემთხვევაშიც ვერ დავუჭირე მხარი და ალბათ, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება მხარის დაჭერა. მე არ მგონია, რომ ეს ქალბატონი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის ორი კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.