27 ივლისი 2024,   05:02
ვრცლად
მიწისძვრა იაპონიაში - დაშავებულია 5 ადამიანი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. 5.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის დასავლეთით, სიმანის პრეფექტურაში იგრძნობოდა, ეპიცენტრი კი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ოდა დააზარალა, სადაც მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.

ბიძგების შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა და მაგისტრალიც.

დღის ამბები