06 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
„დიდი ტრაგედიაა ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის“ - დავით ბეჟუაშვილმა გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

„დიდი ტრაგედიაა დღეს ტყიბულში,“- ეს განცხადება, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბეჟუაშვილმა გააკეთა. მან გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის სახით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი, აქედან 20 ათას სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 30 ათასს კი „საქნახშირი“.

მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს დღეს კრძალავენ. სამგლოვიარო პროცესია ტყიბულში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ამ უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს გამოაცალა ექვსი საუკეთესო შვილი. დიდი ტრაგედიაა ჩვენი კოლექტივისთვის, ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის,“- განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები