18 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
საკუთარი ხელით გამომცხვარი პასქები, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის, ლოცვა და გალობა საკანში მოწყობილ სამლოცველოში - როგორ ხვდებიან მსჯავრდადებულები აღდგომას

პატიმრები, რომლებიც აღდგომისთვის მზადებას დიდი ხნით ადრე იწყებენ, - როგორ ხვდებიან მსჯავრდადებულები აღდგომას. "კურიერი" რუსთავის ციხეში შევიდა და სააღდგომო სამზადისი გადაიღო.

ნომერ 16-ე დაწესებულებაში, სასჯელს მამაკაცები იხდიან. პატიმრებმა თავად გამოაცხვეს პასქები, დაამზადეს საჩუქრები - ხელნაკეთი ნივთები ახლობლებისთვის. თავად დღესასწაულს ციხეში მოწყობილ სამლოცველოში ლოცვით და გალობით შეხვდნენ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღდგომა, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებასთან ერთად, თავისუფლების იმედის ყველაზე დიდი დღესასწაულია.

ერთ-ერთი საკანი სამლოცველოდ რამდენიმე წლის წინ გაკეთდა. აქ ლოცულობენ, აბარებენ აღსარებას და ემზადებიან ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, პატიმარი მგალობლების გუნდის თანხლებით.

აღდგომას უფლება აქვთ, რომ ოჯახსა და ახლობლებს დღესასწაული გვიან ღამეც, ტელეფონით მიულოცონ.

აღდგომის დღესასწაულის მისალოცი შეძახილები გისოსებიდან მთელი ღამე ისმოდა.

 

დღის ამბები