19 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელთან ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ფინალამდე მისასვლელად სანდრო ბაზაძემ არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი,კორეელი ხმლით მოფარიკავე ბონგილ გუ იყო.

ოქროს მედალი ეგვიპტელმა მოფარიკავემ ზიად ელისისმა მოიპოვა

ბრინჯაოს მედლები ამერიკელმა მოფარიკავეებმა კოლინ ჰეჩკოკმა და ფილიპ დოლეგიევიცზმა გაინაწილეს.

ქალაქ სეულში ხმლით მოფარიკავეთა "გრან პრი" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები