უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები არგუმენტების გარეშე, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საერთაშორისო კრიტიკა არ წყდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მწვავე განცხადებები ადასტურებს პროცესების გარედან მართვის მცდელობას.
“უცხოელი პარტნიორების მხრიდან ეს მოწოდებები არგუმენტების გარეშე, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც ჩვენი სუვერენიტეტის შებღავლაა. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ უცხოელი პარტნიორები და დასავლელი მეგობრები თავს შეიკავებენ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებებისგან. ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან ჩვენ მოვისმინეთ ფაქტობრივად პირდაპირ შანტაჟი. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ დასანქცირების მუქარა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია და მას შეზღუდული აქვს წვდომა თავის ფინანსებთან, ასე რომ მას რაიმე დამატებითი სანქციები ვერ შეაშინებს. კონკრეტული უკვე ოფიციალური სანქციების დაწესებისგან ვხედავთ, რომ უცხოელი პარტნიორები თავს იკავებენ, რაც იმის დასტურია, რომ ისინი თავის განცხადებებში არ არიან გულწრფელები. დიახ, არა რუსულ კანონს. საქართველოს პარლამენტი არასოდეს მიიღებს რუსულ კანონს. უცხოელი პარტნიორების მხრიდან ეს მოწოდებები ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მთელი ეს პროცესები იმართება გარედან,“ - აცხადებს ეკა სეფაშვილი.