"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია, რომ დესტრუქციული ძალები მაიდანის სცენარით მოქმედებენ.
მეგრელიშვილის თქმით, დესტრუქციული ძალები აპრობირებულ გეგმას მიჰყვებიან, მაგრამ ავიწყდებათ რომ აქ საქართველოა და ქართველი ხალხი და სახელისუფლებო გუნდი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ დაუშვებს.
"მაიდანი-ს სცენარი ამჯერად საქართველოში!
დესტრუქციული ძალები აპრობირებულ გეგმას მიჰყვებიან, მაგრამ ავიწყდებათ რომ აქ საქართველოა და ქართველი ხალხი და სახელისუფლებო გუნდი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ დაუშვებს! ყველა კანონდამრღვევი აგებს პასუხს ქართული კანონის წინაშე“, - წერს მეგრელიშვილი.