07 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები, რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

ცივი იარაღით შეიარაღებული არასრულწლოვნები რუსთავში ერთ-ერთ ლომბარდს დაესხნენ თავს. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლომბარდის ოპერატორმა ტელეფონის დატოვებაზე ახალგაზრდებს უარი უთხრა. "კურიერის" ინფორმაციით თავდამსხმელები რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები არიან. თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

დღის ამბები