08 დეკემბერი 2021,   03:51
ვრცლად
გამოწვევად რჩება კვლავ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, - სულხან სალაძე

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კვლავ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის თვალსაზრისით არსებული პრობლემები,“ - ეს განცხადება სულხან სალაძემ ვანსა და ხონში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, გუშინ არჩევნებზე დაფიქსირდა.

„მთავარი პრობლემა, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით იკვეთება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ამომრჩეველთა გადასატან ყუთში დამატებით ამომრჩევლების შეყვანას სიებში. ვინც გადასატანი ყუთით მისცა ხმა, შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა გაზრდილია 3%-ს პლუს დაახლოებით 300 ხმით. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კვლავ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. აქ, პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ უბნებთან კვლავაც შეინიშნებოდა ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ, გარკვეულწილად, ინფორმაციის გადაცემას საარჩევნო შტაბებისათვის და რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ეს არის კვლავ გამოწვევა. პრობლემა არის ასევე ისიც, რომ ამ დრომდე არ არსებობს საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი, თუ რა ითვლება უბნის მიმდებარე ტერიტორიად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ რიგ შემთხვევაში უბნებზე ფიქსირდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა, რაც შეიძლება ასევე, არაპირდაპირ იყოს გარკვეული გავლენა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმათა 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ  38.38%. ამ მონაცემების მიხედვით მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ არსებობს.

დღის ამბები